ცუდი ინფორმაცია მადრიდის
Aa
Aa

ცუდი ინფორმაცია მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებისთვის

უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ ბეილმა შესაძლოა "ბარსელონასთან" გასამართი მატჩი გამოტოვოს. ფეხბურთელმა ლისაბონის "სპორტინგთან" მოგებულ (2:1) ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო.

დაზიანების შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა, თუმცა უცნობია სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენი ხანი გაგრძელდენა.

ბეილმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. "ელ კლასიკო" 3 დეკემბერს "კამპ ნოუზე" გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები