''განადგურებულები ვართ'' - უნიჭიერესი ქართველის უმძიმესი ტრავმა
Aa
Aa

''განადგურებულები ვართ'' - უნიჭიერესი ქართველის უმძიმესი ტრავმა

NCAA-ს კლუბ ''კრეიტონის'' 19 წლის ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი ახალი სეზონისთვის ემზადებოდა, თუმცა ვარჯიშზე უმძიმესი ტრავმა მიიღო. პერსპექტიულ ქართველ სპორტსმენს ვარჯიშზე ჯვარედინი იოგები დაუზიანდა. ამ თემაზე მთავარმა მწვრთნელმა კრეიგ მაკდერმოტმა ისაუბრა. უნიჭიერესი ქართველი კალათბურთელისთვის სეზონი დასრულდა.

მაკდერმოტი: ''განადგურებულები ვართ. რატი ჩვენი გუნდის სათამაშო სისტემას კარგად ერგებოდა. ის მრავლამხრივი მოთამაშეა და საკუთარ ნიჭს ავლენდა, თუმცა ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდით ვერ დაგვეხმარება. ჩვენ ველით მის დაბრუნებას''.

საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები 19 წლის რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც მცირე ასაკის მიუხედავად ეროვნული გუნდის მაისურის მორგება 7-ჯერ მოასწრო, მიმდინარე წელს ამერიკის სტუდენტური ლიგის ტოპ-გუნდმა აიყვანა. ბასკონიური პროექტის პროდუქტმა, რომელმაც გასული სეზონი ბერძნულ ''პანიონიოსში'' დაიწყო და სუპერლიგურ ''რუსთავში'' დაასრულა, მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული ''კრეიტონის'' უნივერსიტეტის გუნდის წევრია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები