ევრობასკეტ 2017-ის ოფიციალური განთესვა ცნობილია!
22 ნოემბერს, საქართველოს დროით 19:00-ზე, სტამბოლში ფიბა ევრობასკეტ 2017-ის წილისყრა გაიმართება. 24 ნაკრები და მათ შორის საქართველოც, ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდება.
ფიბამ ოფიციალურად გამოაცხადა, როგორაა გუნდები კალათებში განთესილი:
I კალათა: ესპანეთი, ლიტვა, საფრანგეთი, სერბეთი
II კალათა: საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ლატვია
III კალათა: ხორვატია, ისრაელი, თურქეთი, ფინეთი
IV კალათა: რუსეთი, სლოვენია, უნგრეთი, საქართველო
V კალათა: გერმანია, ბელგია, პოლონეთი, მონტენეგრო
VI კალათა: ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რუმინეთი
ჯგუფის მასპინძელ ფედერაციას შეეძლო ამოერჩია ერთი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ავტომატურად ამ მასპინძელი ქვეყნის ჯგუფში ითამაშებს. პარტნიორები ასე დაწყვილდნენ:
ფინეთი-ისლანდია
ისრაელი-ლიტვა
რუმინეთი-უნგრეთი
თურქეთი-რუსეთი.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ან ისრაელის ჯგუფში აღმოჩნდება, ან - ფინეთისაში.
წილისყრის ცერემონიალი პირდაპირ ეთერში ამ მისამართზე გადაიცემა: YouTube.com/FIBA