''თქვენს საქმეს მიხედეთ'' - ქეცბაიას მორიგი ინციდენტი და აგრესიული პასუხი
Aa
Aa

''თქვენს საქმეს მიხედეთ'' - ქეცბაიას მორიგი ინციდენტი და აგრესიული პასუხი

კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში ''კარმიოტისასთან'' გასვლით მატჩში თემურ ქეცბაიას ''ანორთოსისმა'' ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი ლორიას (ტრავმა) და თორნიკე ოქრიაშვილს (დისკვალიფიკაცია) არ უთამაშიათ. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია. 69-ე წუთზე, როცა მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო, თამაშში ბუბა დაუშვილი ჩაერთო.

თემურ ქეცბაია კიდევ ერთი ინციდენტის ეპიცენტრში აღმოჩნდა. საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა ქეცბაიას პირბადის გაკეთება მოსთხოვეს, რაზეც ქართველმა მწვრთნელმა უპასუხა: ''თქვენს საქმეს მიხედეთ''.  ინციდენტი გაგრძელდა, თუმცა აღარ გამწვავებულა.

შეგახსენებთ, ქეცბაია პრესკონფერენციას რამდენჯერმე არ დაესწრო, რის გამოც ფინანსურად არაერთხელ დააჯარიმეს.

''ანორთოსისი'' ''აპოლონთან'' ერთად 20 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს, თუმცა ''აპოლონმა'' ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა.

ქეცბაიას გუნდი შემდეგ მატჩს 4 ნოემბერს, კვიპროსის თასზე ''პაფოსის'' წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები