ძალოსნოbის ბაზა - ჩაქვში ახალი დარბაზის სამშენებლო პროცესი დაიწყო
Aa
Aa

ძალოსნოbის ბაზა - ჩაქვში ახალი დარბაზის სამშენებლო პროცესი დაიწყო

დაბა ჩაქვში ძალოსანთა ბაზის მშენებლობა დაიწყო.  პროექტის ღირებულება 4 მლნ 500 ათასი ლარია, ხოლო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს.

შენობის პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს სამაყურებლო ტრიბუნებით. ასევე გათვალისწინებულია საშხაპეები, საუნა, გასახდელები და სველი წერტილები.

ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებს როგორც სპორტსმენებს ასევე მაყურებლებს სრულფასოვნად შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სახის მომსახურებით.

მეორე სართული დაეთმობა სასადილო ზონას, მოსასვენებელ სივრცესა და ოფისებს. მესამე სართულზე პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ზონა, სადაც არანაკლებ 10 სასტუმრო ოთახი მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ არსებული საბჭოთა პერიოდის შენობა ამორტიზირებული და აბსოლუტურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხვნებთან.

მშნებელობის დასრულებას 2021 წლის დეკემბერში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები