ახალი რეკორდი - ჰოლანდმა რონალდუს და მესის აჯობა
Aa
Aa

ახალი რეკორდი - ჰოლანდმა რონალდუს და მესის აჯობა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "დორტმუნდის ბორუსიამ" სახლში "ზენიტი" 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი ახალგაზრდა ვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

ნორვეგიელმა ჩემპიონთა ლიგაზე რიგით მე-12 გოლი გაიტანა და ეს 10 შეხვედრაში მოახერხა. ასეთი შედეგი არასდროს არცერთ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონია.

ჰოლანდის შემდეგ პირველ 10 მატჩში 9-9 გოლი სიმონე ინძაგის, ჰარი კეინს და სადიო მანეს აქვს გატანილი. ცნობისთვის 10 გოლის გასატანად კრიშტიანუ რონალდუს 47 მატჩი დასჭირდა, ლეო მესის კი 25.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "დორტმუნდი" ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. პირველზე კი "ლაციო" გახლავთ 4 ქულით. მომდევნო შეხვედრას ფავრის შეგირდები 4 ნოემბერს "ბრიუგეს" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები