Aa Aa
29 ოქტომბერი 2020  |  09:33

„ნოლე საუკეთესოა" - ჟილ სიმონმა დიდ სამეულზე ისაუბრა

გამოცდილმა ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟილ სიმონმა „დიდი სამეულის“ შესახებ ილაპარაკა და თითოეული მათგანი დაახასიათა, მათში საუკეთესოდ კი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაასახელა.

„ჯოკოვიჩი დანარჩენ ორზე ძლიერია. ჩემი აზრით, ის უფრო სრულყოფილი მოთამაშეა და ნაკლები სუსტი მხარე აქვს, ვიდრე ნადალსა და ფედერერს. ნოვაკის დამარცხება ურთულეს ამოცანაა.

რაფაც უძლიერესია და მასთან თამაშიც რთულია. ვფიქრობ, თიხაზე საუკეთესოა და ამ საფარზე ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ მის წინააღმდეგ კორტზე გასვლაა. რასაც მან „როლან გაროსზე“ მიაღწია, არარეალურია.

რაც შეეხება ფედერერს, მასთან თამაშიც უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ასოცირდება, სამაგიეროდ რასაც კორტზე აკეთებს, ამის ყურება შესანიშნავ ემოციებს აღგიძრავს“.

35 წლის სიმონს „დიდი სამეულის“ წინააღმდეგ თამაში თითქმის უკვე ორი ათეული წელია უწევს. ფრანგს კარიერის განმავლობაში ATP-ის ტურნირებზე 22 ფინალი აქვს ნათამაშები და 14 ტიტულს დაეუფლა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში