Aa
Aa

"ბარსელონა დღეს იუვენტუსზე მაღლა იდგა" - კუმანის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი "იუვენტუსსა" და "ბარსელონას" შორის. კატალონიელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ალვარო მორატას მსაჯმა 3 გოლი არ ჩაუთვალა. შეხვედრის შემდეგ ბარსას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა.

"ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მომენტები შევქმნათ. ცენტრალურ ნახევარდაცვაში ვდომინირებდით და ეს შედეგზეც აისახა. ვფიქრობ ყველაფერი სამართლიანად მოხდა. "ბარსელონა" დღეს "იუვენტუსზე" მაღლა იდგა.

გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა. გრიზმანს კი არ გაუმართლა. მას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული კარში არ შევიდა.

კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ. გუნდმა უდიდესი რწმენა და თავდადება გამოაჩინა. სეზონის დასაწყისიდანვე ვიცოდით, რომ ცენტრალურ ნახევარდაცვაში შეზღუდული რაოდენობის ფეხბურთელები გვეყოლებოდა. როდესაც ვინმე ტრავმას იღებს დიდ დანაკლისს განვიცდით. დღეს დე იონგმა იმ პოზიციაზე ითამაშა, რომელზეც ნიდერლანდების ნაკრებში თამაშობს და ის ძალიან კარგი იყო.

ვფიქრობ, რომ საოცარი თამაში ვაჩვენეთ. გვქონდა უამრავი მომენტი და მატჩის ბედი ბევრად ადრე უნდა გარკვეულიყო. გუნდის თამაშით და შესაძლებლობებით ბედნიერი ვარ. ეს შესანიშნავი გამარჯვება იყო." - განაცხადა კუმანმა

როგორც უკვე მოგახსენეთ, კატალონიელებმა ტურინელებს 2:0 მოუგეს. კუმანის გუნდიდან გოლები ოსმან დემბელემ და ლიონელ მესიმ გაიტანეს.

ტურინის "იუვენტუსს" კორონავირუსის გამო კრიშტიანუ რონალდუ აკლდა. ტრავმების გამო კი დე ლიხტი და კიელინი. ჯგუფის ლიდერი ახლა 6 ქულით "ბარსელონა" გახლავთ. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები