Aa
Aa

ქართველი არბიტრები ევროპა ლიგაზე - ზორია-ბრაგას მატჩს ყრუაშვილი იმსაჯებს

ევროპა ლიგის მე-2 ტურის მატჩს უკრაინულ „ზორიასა“ და პორტუგალიურ „ბრაგას“ შორის ქართველი არბიტრები განსჯიან.

შეხვედრის მთავარი მსაჯი 34 წლის გიორგი ყრუაშვილი იქნება, ასისტენტებად ლევარ ვარამაშვილი და ზაზა ფიფია იმუშავებენ, ხოლო მე-4 სათადარიგო რეფერის როლს გიორგი ვადაჭკორია მოირგებს.

გიორგი ყრუაშვილს ფიფა-ს მე-2 კატეგორიის მსაჯის სტატუსი 2019 წელს მიაკუთვნეს. ლევან ფანიაშვილის შემდეგ იგი მეორე ქართველია, რომელსაც ფიფა-ს ამ კატეგორიის წოდება მიანიჭეს.

ყრუაშვილი და მისი ბრიგადა მიმდინარე სეზონში უეფა-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე მეოთხედ იმსაჯებენ.

„ზორიასა“ და „ბრაგას“ მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:55 საათიდან უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები