Aa
Aa

"თამასა შენთვის ეგრე დევს?" - ფანები დინამოს ფეხბურთელებს პირადად გაესაუბრნენ

Crystalbet ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისის "დინამომ" "საბურთალოს" 3:1 სძლია. მატჩის დასრულების შემდეგ "დინამოს" გულშემატკივრები სტადიონზე ჩავიდნენ და ფეხბურთელებს მკაცრად გაესაუბრნენ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში თბილისის "დინამო" ფარერების ჩემპიონთან 6:1 დამარცხდა და ამან კი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.

ამჟამად თბილისური გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გახლავთ და პირველ ადგილზე მყოფ ბათუმს 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა აღსანიშნავია, რომ "დინამოს" 1 ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომდევნო შეხვედრას ჩისკოს შეგირდები 3 ნოემბერს გორის "დილას" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები