Aa Aa
26 ოქტომბერი 2020  |  21:26

ბრაიდა: „ჰოლანდის შეძენა მინდოდა, მაგრამ კლუბში მითხრეს, რომ ბარსას პროფილის ფეხბურთელი არ იყო“

„ბარსელონას“ ყოფილმა საფეხბურთო მრჩეველმა, არიედო ბრაიდამ, რომელიც კლუბის ტექნიკურ კომიტეტში მუშაობდა და საერთაშორისო ფეხბურთს კურირებდა, Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ბრაიდამ „ბლაუგრანაში“ გატარებული წლების შესახებ ისაუბრა და ერლინგ ბრაუტ ჰოლანდთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

„რატომ ვერ გავიმეორე მილანში მიღწეული წარმატება ბარსელონაში და რატომ ვერ გადავიბირე კაკას, შევჩენკოსა და ტიაგო სილვას დონის ფეხბურთელები? პასუხი მარტივია. ბარსაში ამის უფლება არ მომცეს. კლუბმა ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სხვებს დააკისრა.

ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი და რამდენიმე სახელი ჩავინიშნე კიდეც. ერთ-ერთი მათგანი ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი იყო, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ნორვეგიაში თამაშობდა, მაგრამ კლუბისგან უარი მივიღე. ბარსელონას ხელმძღვანელთა აზრით, ჰოლანდი ბარსას პროფილის ფეხბურთელი არ გახლდათ. მის გარდა, ბარელას, ძანიოლოს და სხვებს ვაკვირდებოდი, მაგრამ ტრანსფერის გაჩარხვის უფლება არ მქონდა და არაფერი გამოვიდა“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი „დორტმუნდის“ რიგებში ასპარეზობს და „შავ-ყვითლების“ მაისურით 26 შეხვედრაში 23 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში