Aa Aa
26 ოქტომბერი 2020  |  18:16

მიქაუტაძე საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებში? - ტალანტი არჩევანის წინაშეა

ბელგიური Voetbalnieuws-ის ცნობით საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებში ''სერენის'' ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის მიწვევას გეგმავენ. პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიქაუტაძესთან დაკავშირებით მუშაობს, რომ ნიჭიერმა თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტოს. ამ ეტაპზე 19 წლის ტალანტს არჩევანი არ გაუკეთებია.

ბელგიური წყაროს ცნობით ქართული ფესვების მქონე ფორვარდს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, ინგლისის პრემიერ ლიგის, საფრანგეთის ლიგა 1-სა და ბელგიის უმაღლესი ლიგის კლუბები აკვირდებიან. ბელგიური წყარო კლუბებს არ ასახელებს.

შეგახსენებთ, მიქაუტაძესთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ისაუბრა: ''ალექსანდრე იაშვილს მიქაუტაძესთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. სურვილი ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს, ეს თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ვიხილოთ, მაგრამ ეს არ არის მარტივი საკითხი''.

მიქაუტაძე ფრანგული ''მეცის'' საკუთრებაა და ბელგიურ კლუბში იჯარის წესით ასპარეზობს. ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ფორვარდმა 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. მიქაუტაძე უშუალო კონკურენტს 7 გოლით უსწრებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში