ლოვრენისა და ხვიჩას ინციდენტი - უხეშობისთვის კვარამ ხორვატს ჭკუა ასწავლა
Aa
Aa

ლოვრენისა და ხვიჩას ინციდენტი - უხეშობისთვის კვარამ ხორვატს ჭკუა ასწავლა

რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ''ზენიტის'' წინააღმდეგ ყაზანის ''რუბინმა“ სტუმრად ბევრისთვის მოულოდნელად 2:1 მოიგო.

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში დააყენა. მცირე ტრავმის შემდეგ „კვარას“ დასვენებას ელოდნენ, თუმცა 19 წლის ქართველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეცვალეს.

ხვიჩა ჩვეულ სტილში აქტიური და თვალისმომჭრელი ამჯერად ვერ იყო და შესაძლოა ეს გადაღლილობის, ან მცირე ტრავმის ბრალია, თუმცა კვარაცხელიამ ერთ მომენტში თავისი შესაძლებლობები ყველას უჩვენა.

ქართველ შემტევს „ლივერპულის“ ყოფილი მცველი დეიან ლოვრენი შეეჯახა და ეუხეშა. გამეორებაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ხორვატმა მას სახეში იდაყვი ჩაარტყა, თუმცა მსაჯმა ეპიზოდი გაატარა. მოედანზე დაბრუნების შემდეგ კი კვარაცხელიამ შური მალევე იძია და ლოვრენი ერთ შეტევაში ორჯერ მარტივად მოატყუა.


აქვე გეტყვით, რომ 16-გუნდიან ჩემპიონატს ''ზენიტი'' (12 მატჩი) და მოსკოვის ''სპარტაკი'' (11 მატჩი) 24-24 ქულით ლიდერობენ. ''რუბინი'' 18 ქულით მე-9 ადგილზეა. ამდენივე ქულაა ''კრასნოდარის'' ანგარიშზე, რომელიც მე-8 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები