Aa
Aa

"3 კვირის წინ კლინიკაში იყო", - ხაბიბმა გეიჯთან ფეხმოტეხილმა იჩხუბა

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა, ხაბიბ ნურომაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის შემდეგ, დაღესტნელი მებრძოლის გადაწყვეტილებაზე და მასზე ისაუბრა.

უაითის თქმით, ხაბიბი ბრძოლას მოტეხილობებით შეხვდა და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

„დიდებული სპორტსმენის სტატუსის მქონე ადამიანს აქვს არჩევანის უფლება.  მე, არასდროს არავის გადარწმუნება არ მიცდია. თუ, ხაბიბს ბრძოლა სურს, ის იბრძოლებს კიდეც, თუ არა, მაშინ მისი საქმეა. მოდით მას დასვენების საშუალება მივცეთ, არა ფიზიკურად, არამედ მორალურად. მან ხომ ცოტა ხნის წინ მამა დაკარგა.

ის თუ, როგორ იქცეოდა იგი აწონვისას, შემდეგ პრესკონფერენციაზე. ჩანდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მძიმედ სუნთქავდა.

ჩვენ ყველას გაგვიმართლა, რომ დღეს მისი ბრძოლა ვიხილეთ. 3 კვირის წინ ხაბიბი კლინიკაში იყო, რადგან ფეხზე ორი თითი აქვს მოტეხილი და ერთი ძვალი ტერფში. ამის შესახებ მისმა გუნდმა ახლახანს შემატყობინა.

ხაბიბი პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი ადამიანია და დროა, მას ლეგედის სტატუსი მივანიჭოთ“.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა კარიერა 29 გამარჯვებითა და 0 მარცხით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები