Aa Aa
20 ოქტომბერი 2020  |  10:27

ტუხელი: "ეს არ არის პსჟ-სა და კავანის დაპირისპირება"

დღეს 20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და პირველივე ტურში მეტად საინტერესო დაპირისპირება გველის. "პარი სენ ჟერმენი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით ფრანგული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა პრესკონფერენცია გამართა და ძირითადად ედისონ კავანიზე ისაუბრა.

"ჩვენთვის კავანი საუკეთესო გამტანი იყო. მან პსჟ-ს ისტორია დაწერა. ის საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ ეს არ არის კავანის და პსჟ-ს დაპირისპირება.

ედისონის შეჩერება რთული იქნება. ის განეკუთვნება ისეთი ფეხბურთელების კატეგორიას, რომლებსაც თამაშში ნებისმიერ დროს ცვლილების შეტანა შეუძლია, მაგრამ ამისთვის ჩვენ მზად ვართ.

"იუნაიტედმა" კავანის სახით უდიდესი ფეხბურთელი დაიმატა. ედისონი ძალიან ზრდილობიანი, მშრომელი და თავმდაბალი ადამიანია. ის ცხოვრობს გოლებისთვის და შეგიძლია თვალდახუჭული ენდო.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენთან თამაშში ის თავის საუკეთესო თვისებებს ვერ გამოავლენს." - განაცხადა ტუხელმა

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ვეტერანი თავდამსხმელი "წითელ ეშმაკებს" მიმდინარე წლის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. ედისონი დიდი ხნის განმავლობაში უგუნდოდ იყო და შეთანხმება ფანჯრის დახურვამდე 1 დღით ადრე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები უკანასკნელად 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ. პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორზე" ტუხელის გუნდმა 0:2 მოიგო, ხოლო განმორებით შეხვედრაში "ეშმაკებმა" 3:1 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

პსჟ-სა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში