ქუთათელაძისა და გამბროტის ბრძოლა ქარდის საუკეთესოდ სცნეს!
Aa
Aa

ქუთათელაძისა და გამბროტის ბრძოლა ქარდის საუკეთესოდ სცნეს!

UFC-იმ მორიგი ქარდის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად საუკეთესო მებრძოლები და ბრძოლები გამოარჩია.

ბონუსის სახით 50 ათასი დოლარი გასული საღამოს შემდეგ, სულ 4 მებრძოლს ერგო და სასიხარულოა, რომ მათ შორის გურამ ქუთათელაძეც არის.

ქართველისა და პოლონელი მატეუშ გამბროტის ბრძოლა გასული ქარდის საუკეთესო დაპირისპირებად სცნეს.

როგორც მოგეხსენებათ, ქუთათელაძემ მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილების შედეგად დაუმარცხებელი პოლონელი დაამარცხა და UFC-ში თავისი დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა.

„ბედნიერი არ ვარ, რადგან ეს ის არ იყო რასაც მე ველოდი. მეტოქემ პარტერში ბევრჯერ გადამიყვანა.

გურამი, რომელსაც მე ვიცნობ, სხვა დონის მებრძოლია. მადლობა ღმერთს, რომ შევძელი გამარჯვების მოპოვება. ძლიერი მეტოქე მყავდა, რომელიც ქამარს ერთდროულად ორ წონაში ფლობდა, მაგრამ ამაზე დიდად არ ვდარდობ.

ვიცი, რომ ისლამ მახაჩევს შემდეგ კვირაში მეტოქე არ ჰყავს. მას Top15-ში მყოფ მებრძოლთან სურს დაპირისპირება, მაგრამ მე ტურნირის დებიუტანტი ვარ. ორი დღე დავისვენებ, შემდეგ დარბაზში დავბრუნდები, ვარჯიშს განვაახლებ და ბრძოლისთვის მზად ვიქნები“. - განაცხადა ბრძოლის შემდეგ გურამ ქუთათელაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები