Aa Aa
18 ოქტომბერი 2020  |  02:11

"ცუდად დავიწყეთ და შედეგიც ასეთი დაფიქსირდა" - ზიდანი წაგებულ მატჩზე

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის "რეალმა" "კადისს" უმასპინძლა და შეხვედრა 0:1 წააგო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

"ამ ყველაფერს ახსნა არ აქვს. საკუთარი თავით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, მაგრამ მარცხს უნდა შევეგუოთ. ახლა საჭიროა მომავალი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, ხოლო მეორეში სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

თუ მატჩს კარგად არ დაიწყებ, შეიძლება კრიტიკულად დაამთავრო. საბოლოო ჯამში ცუდად დავიწყეთ და შედეგიც ასეთი დაფიქსირდა.

საკუთარ კედლებში მნიშვნელოვანი სამი ქულა დავკარგეთ. ჩვენ ცხრილის სათავეში ვიყავით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმეორებ, ახლა მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

ვიმედოვნებ, რომ სერხიო რამოსს სერიოზული არაფერი სჭირს. ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. ხვალ ყველაფერი გაირკვევა და გავიგებთ რა სირთულის ტრავმასთან გვაქვს საქმე." - განაცხადა ზიდანმა

მომდევნო შეხვედრას მადრიდის "რეალი" 21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. "ბლანკოსი" საკუთარ სტადიონზე "გლადბახს" მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 20:55-დან დაიწყება.

რაც შეეხება ლა ლიგას, ზინედინ ზიდანის გუნდი "ბარსელონას" ეწვევა და მორიგ "ელ კლასიკოს" გამართავს. შეხვედრა 24 ოქტომბერს თბილისის დროით 18:00-ზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ მარცხის მიუხედავად ესპანეთის ჩემპიონატს 10 ქულით მადრიდის "რეალი" ლიდერობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში