Aa Aa
17 ოქტომბერი 2020  |  12:26

მატეა პერინი: "დარწმუნებული ვარ კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნეს"

ტურინის „იუვენტუსის“ 27 წლის იტალიელი მეკარე, რომელიც ამჟამად იჯარის წესით „ჯენოაში“ ასპარეზობს კოვიდ-19-ის შესახებ საუბრობს.

პერინი თავის შეხედულებას დაუფარავად გვიზიარებს და ამბობს, რომ ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი.

„დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნეს და ის ადამიანს ცხოველებისგან არ გადასდებია.

თუმცა, ის ადამიანები, რომლებსაც ვირუსის არსებობის არ სჯერათ და თვლიან, რომ ის საშიში არ არის, მათ საქმის ვითარება საერთოდ არ ესმით.

შიში ვირუსის მიმართ? ჩვენ, სპორტსმენები იპოქონდრიკები ვართ. სხეული ჩვენი სამუშაო ინსტრუმენტია. ყოველთვის ვცდილობთ, რომ იდეალურ ფიზიკურ კონდციებში ვიყოთ. მაგრამ, თუ ყურადღებას ტრავმაზე გავამახვილებთ, ეს რაიმე ავადმყოფობისგან განსხვავებული რამ გახლავთ.

ვირუსს ყველა განსხვავებულად ხედავს. ეს დაავადება უცნობი მტერივით საშიშია“. - ციტირებს პერინის სიტყვებს Goal-ი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში