რამოსმა შესაძლოა
Aa
Aa

რამოსმა შესაძლოა "ატლეტიკოსთან" ითამაშოს

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში მადრიდის "რეალი", თანაქალაქელ "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, დღეს "სამეფო გუნდის" ქომაგთათვის საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა..

საქმე იმაშია რომ სერხიო რამოსი, რომელიც მარცხენა მუხლის ტრავმის გამო, მოედანზე თვეზე მეტია არ გამოჩენილა, შესაძლოა აღნიშნულ შეხვედრაში ზინედინ ზიდანისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

როგორც ესპანური გამოცემა "AS" იუწყება, რამოსმა დაზიანება სრულად მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშსაც შეუდგა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი 19 ნოემბერს, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები