ქართველი გულშემატკივარი, რომელმაც კაშიას მაისური მოიგო
მოგეხსენებათ, გურამ კაშიას "ფეისბუქის" ოფიციალურმა გვერდმა სპეციალური კონკურსი მოაწყო, რომლის გამარჯვებულსაც საჩუქრად ფეხბურთელის მაისური გადაეცემოდა, რომელიც მას უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩისას ეცვა.
აღნიშნული პრიზი არა უცხოელმა (რისი შესაძლებლობაც იყო), არამედ ქართველმა გულშემატკივარმა, თანაც ქალბატონმა მოიგო, რომელიც საქართველოსა და მოლდოვის შეხვედრას სწორედ კაშიას მაისურით დაესწრო.