საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებების ოფიციალური განრიგი
Aa
Aa

საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებების ოფიციალური განრიგი

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ოფიციალური მატჩისთვის მზადებას, 23-კაციანი შემადგენლობით განაგრძობს.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა დღეს მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალურ მოედანზე ივარჯიშა. მოგვიანებით კი - ორმხრივი თამაში გამართა.

უკვე ცნობილია საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებთა ოფიციალური განრიგი:

11 ნოემბერი, პარასკევი. 16:00 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია - სასტუმრო "ჰუალინგი" 16:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით).

11 ნოემბერი, პარასკევი. 18:30 - მოლდოვას ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია - "დინამო არენას" მედია ცენტრი 19:00 მოლდოვას ნაკრების ვარჯიში - „დინამო არენა“ (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით).

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ, საქართველო-მოლდოვას აკრედიტაციები 11 ნოემბერს, სასტუმრო „ჰუალინგში“ 15 საათიდან 16 საათამდე და „დინამო არენას“ მედია ცენტრში 18 საათიდან 20 საათამდე გაიცემა.

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები