"ჰერტამ" რონალდუს ტრანსფერი დაადასტურა!
სად დაასრულებს კრიშტიანუ რონალდუ პროფესიულ კარიერას? "რეალში", "მანჩესტერ იუნაიტედში" თუ ბერლინის "ჰერტაში"?!
ამასთან დაკავშირებით ბერლინური კლუბის "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმა სახალისო პოსტი გამოაქვეყნა.
"კრიშტიანუმ განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო კონტრაქტი არაა?! უკვე შევათანხმეთ, რომ მან ბოლო კონტრაქტი ჩვენ გუნდთან გააფორმოს".
ბევრმა ეს ყველაფერი სიმართლედ ჩათვალა და შემდეგ "ჰერტას" პრესსამსახურს განმარტების გაკეთებაც მოუწია.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით