Marca: კროოსი
Aa
Aa

Marca: კროოსი "რეალს" 2-3 თვით გამოაკლდა

მადრიდული სპორტული გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, "რეალს" თავისი ერთ-ერთი ლიდერი, ტონი კროოსი 2-3 თვით დააკლდება. 

კროოსმა "ლეგანესთან" მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო და როგორც ექიმების დასკვნის შედეგად ირკვევა, იგი 2016 წელს მოედანზე ვეღარ გამოვა. ის კი არა, დიდია ალბათობა, გერმანელმა 2017 წლის იანვარშიც დაისვენოს. 

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ კროოსი "სამეფო კლუბს" საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ დაეხმარება. 

 

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები