Aa Aa
28 სექტემბერი 2020  |  16:21

''შეუმჩნეველია, როგორც ნინძა'' - როტორის ქომაგებმა ანანიძეს დასცინეს

ვოლგოგრადის ''როტორიდან'' წასული ჯანო ანანიძე კლუბის ქომაგებს არ ავიწყდებათ. მათ ბოლო პერიოდში რამდენიმე სიმღერა შექმნეს, რომლის ერთი მონაკვეთი ქართველ ნახევარმცველს ეხება. ტექსტი ირონიულია და ანანიძის პროფესიისადმი არასწორ დამოკიდებულებას ხაზს უსვამს.

''უცხო ქვეყნიდან იჯარით ავიყვანეთ, ის კიდევ რესტორანში კილოგრამებს იმატებს, ჩვენთვის ისეთივე შეუმჩნეველია, როგორც ნინძა''.

ტექსტში უზუსტობაა: ანანიძე ''როტორს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე წლის მაისში მას ''ანორთოსისთან'' კონტრაქტის ვადა ამოეწურა და კარიერა ''როტორს'' დაუკავშირა, თუმცა ტრავმის გამო ვოლგოგრადული კლუბი გასულ თვეში დატოვა.

გასულ თვეში ''როტორის'' დატოვება ანანიძემ ტრავმით ახსნა: ''ახლახანს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ თამაშისთვის მზად არ ვარ, ტრავმა კვლავ მაწუხებს და უახლოეს პერიოდში მოედანზე ვერ დავბრუნდები. შესაძლოა, ოპერაციის გაკეთება დამჭირდეს''.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის ‘‘სპარტაკში გაატარა, რომელსაც 2019 წლის მიწურულს დაემშვიდობა. ამჟამად, ჯანო ანანიძე თავისუფალი აგენტია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში