Aa Aa
27 სექტემბერი 2020  |  20:18

გიჟური დებიუტი - სუარესი ატლეტიკოს ისტორიაში შევიდა

დასრულდა შეხვედრა "ატლეტიკოსა" და "გრანადას" შორის. მასპინძლებმა მატჩი დიდი ანგარიშით 6:1 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ახალწვეულ ლუის სუარესს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა და კლუბის ისტორიაშიც შევიდა.

ურუგვაელი თავდამსხმელი მინდორზე დიეგო კოშტას ნაცვლად, 70-ე წუთზე გამოჩნდა. 20 წუთის განმავლობაში ლუისმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ასეთი რამ "როხიბლანკოს" ისტორიაში, სადებიუტო მატჩში, არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. 33 წლის თავდამსხმელმა გოლი, "რეალის" ყოფილ ნახევარმცველს მარკოს ლორენტეს გაატანინა.


შეგახსენებთ, რომ "ელ პისტოლერო" "ატლეტიკოში" რამდენიმე დღის წინ "ბარსელონადან" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში