Aa Aa
26 სექტემბერი 2020  |  17:35

კანტე თანახმაა - ახლა ინტერის ჯერია

ბოლო პერიოდის განმავლობაში "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, ნგოლო კანტეს შეძენას აქტიურად ცდილობს. თავდაპირველად ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი ჩანდა, რადგან ფრანგ ფეხბურთელს ლონდონური კლუბის მიმართ დიდი სიყვარული ამოძრავებს, მაგრამ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნგოლომ აზრი შეიცვალა.

ბრიტანული გამოცემა Talksport იუწყება, რომ 29 წლის ფეხბურთელმა "ნერაძურიში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. კონტეს გუნდს რამდენიმე დღის წინ არტურო ვიდალი შეუერთდა და იმ შემთხვევაში თუ მათ კანტეც დაემატებათ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარდაცვას ვიხილავთ.

ნგოლოს გადასვლას ერთი ფაქტორი უშლის ხელს. "ინტერი" ვალდებულია, რომ ერთი რომელიმე ფეხბურთელი გაყიდოს და ამით კლუბის ბიუჯეტი შეავსოს. "არისტოკრატებმა" ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი 55 მილიონ ევროდ შეაფასეს. ამხელა თანხა კი იტალიელებს არ აქვთ. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიელი სპეციალისტი თავის რომელიმე შეგირდს შეელვა, რადგან კანტეს დამატება გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. - ინფორმაციას Gazzetto dello Sport ადასტურებს

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდს დეკლან რაისის ხილვა სურს და იმ შემთხვევაში თუ ის "ჩელსის" შეუერთდება, კანტეს ტრანსფერი უფრო რეალური გახდება.

29 წლის ნახევარმცველი "ჩელსიში" 2016 წელს, "ლესტერიდან" პრემიერ ლიგის ჩემპიონის რანგში გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ლურჯი მაისური 172-ჯერ მოირგო და 11 გოლი გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში