Aa
Aa

ატლეტიკოს პირველი პირი: „ბარტომეუ ბარსას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტია"

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა, ენრიკე სერეზომ „ბარსელონას“ პირველი პირის, ხოსეპ მარია ბარტომეუს მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა. სერეზო Catalunya Radio-ს ესაუბრა და თავისი კოლეგა შეაქო.

„ბარტომეუ შესანიშნავი პრეზიდენტია და მომავალში მას ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო პირველ პირთა შორის აუცილებლად ახსენებენ. ბარსას უამრავი დიდებული პრეზიდენტი ჰყოლია და ბარტომეუ ერთ-ერთი მათგანი იქნება.

ის შესანიშნავი პიროვნება და რაც მთავარია, ღირსეული ადამიანია. ამას ვამბობ, როგორც მისი მეგობარი და არა ატლეტიკოს წარმომადგენელი“.

სერეზომ ლუის სუარესის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ვფიქრობ, ატლეტიკოში დიდებული ფეხბურთელი გადმოდის. სუარესი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და გვიხარია ლუისი ჩვენს გუნდში რომ იასპარეზებს. მისი გაფორმება ჯერ კიდევ მაშინ ვცადეთ, როცა ნიდერლანდების სამეფოში თამაშობდა, მაგრამ კლუბის ფინანსურმა მდგომარეობამ მიზნის მიღწევის საშუალება არ მოგვცა“.

ცნობისთვის, სერეზომ დაადასტურა, რომ სუარესის ტრანსფერის შემდეგ, „ბარსელონა“ ბონუსებს მიიღებს, რომლებიც ურუგვაელი ფეხბურთელისა და „ატლეტიკოს“ გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები