Aa
Aa

"Covid-19-მა დიდი გამბედაობა გამოიჩინა" - იბრაჰიმოვიჩის პირველი კომენტარი

დღეს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულ შვედ ფეხბურთელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან დაკავშირებით "იბრამ" "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე სახალისო კომენტარი გააკეთა.

"გუშინ კორონავირუსის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, მაგრამ დღეს ახალი პასუხი დადებითი აღმოჩნდა. სიმპტომები არ მაქვს. "Covid-19-მა დიდი გამბედაობა გამოიჩინა. ცუდი იდეაა." - განაცხადა ზლატანმა

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვირუსი "მილანის" კიდევ ერთ ფეხბურთელს, ლეო დუარტეს დაუდგინდა. სამწუხაროდ ვეტერანი თავდამსხმელი ევრიპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ბოდო გლიმიტის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. შეხვედრა დღეს თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.

ცნობისთვის, ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. შვედმა სერია ა-ს პირველ შეხვედრაში "ბოლონიას" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და "როსონერის" პირველი სამი ქულა მოაპოვებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები