ოფიციალურად - ნელსონ სემედუ
Aa
Aa

ოფიციალურად - ნელსონ სემედუ "ვულვზის" ფეხბურთელია

„ბარსელონას“ 26 წლის პორტუგალიელი მარჯვენა მცველი ნელსონ სემედუ კარიერას „ვულვზში“ გააგრძელებს. ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებ გვერდიც ადასტურებს.

„ვულვზმა“ სემედუს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც 10 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

„ყოველთვის არ გეძლევა შანსი, რომ მსოფლიო დონის მოთამაშე, მსოფლიო დონის კლუბიდან შეიძინო. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განვითარებას არასდროს შევწყვეტთ“, - ამბობს „ვულვზის“ პრეზიდენტი ჯეფ ში.

სემედუმ „ბარსას“ რიგებში 122 მატჩის ჩატარება შეძლო. მის ანგარიშზე 2 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ „ბარსელონა“ სემედუს შემცვლელად მალე „აიაქსელ“ სერჟინიო დესტს გაიფორმებს და მის სანაცვლოდ 20 მილიონს პლუს 5 მილიონი ბონუსების სახით გადაიხდის.

ჟოტას „ლივერპულში“ გაყიდვის შემდეგ „მგლები“ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდნენ და სემედუს შემდეგ „იუვენტუსიდან“ დუგლას კოშტას გაფორმებას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები