Aa Aa
20 სექტემბერი 2020  |  19:56

"ჩემს მკლავებში 5 წუთი ტიროდა" - რუმენიგე ტიაგოზე

პარასკევს ტიაგო ალკანტარამ მიუნხენის "ბაიერნი" ოფიციალურად დატოვა.  ესპანელი "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. ამასთან დაკავშირებით "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, ჩვეულებრივად გავემართე "ალიანს" არენისკენ. მორიგი სამუშაო დღე იყო. ავტოსადგომზე იქ სადაც ჩემი მანქანის ადგილია ტიაგო ალკანტარა დამხვდა. თავიდან ვერ მივხვდი რა უნდოდა. როდესაც მივუახლოვდი ვკითხე თუ რას აკეთებდა აქ. ის ახლოს მოვიდა, ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო. ეს ყველაფერი 5 წუთი გრძელდებოდა. ტიაგომ მითხრა, რომ ყველაფრისთვის მადლობელია.

ალკანტარა "ბაიერნისთვის" ყოველთვის ტოპ კლასის ფეხბურთელად დარჩება. ჩემპიონთა ლიგაზე მისმა თამაშმა მე უდიდესი ბედნიერება მომგვარა. ხშირად ამბობდნენ, რომ ტიაგოს დიდი მატჩების თამაში არ შეუძლია, მაგრამ მან ლისაბონში ყველა კრიტიკოსს პასუხი გასცა. 

ესპანელის გუნდიდან წასვლა დიდი დანაკარგია, როგორც ფეხბურთელის ასევე კარგი ადამიანის, მაგრამ ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ." - განაცხადა რუმენიგემ

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველი "რეკორდმაისტერში" 2013 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა შესაძლო საკლუბო ტიტულის მოგება მოახერხა. ჩაატარა 235 მატჩი და 31 გოლი გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში