Aa
Aa

"დაბრუნების მთავარი მიზეზი მოურინიოა" - ბეილმა პირველი კომენტარი გააკეთა

გუშინ გარეთ ბეილი "ტოტენჰემში" დაბრუნდა. უელსელი "დეზებში" 1 წლიანი იჯარის წესით იქნა განათხოვრებული. კლუბში დაბრუნებასთან დაკავშირებით 31 წლის ფეხბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიოა.

""ტოტენჰემში" გადასვლის მთავარი მიზეზი პორტუგალიელი მწვრთნელია. მისი სახელი გამარჯვებასთან ასოცირდება. ჩვენ სათამაშო პიზიციის შესახებ ვილაპარაკეთ და მე ბედნიერი ვარ. იქ ვითამაშებ, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. კლუბს ტიტულები სჭირდება და ჟოზე ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია. 

ვიცი, რომ "ტოტენჰემის" გულშემატკივრები გამარჯვებას მოწყურებულნი არიან და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მათ გახარებას. "რეალში" ზიდანი ითხოვდა, რომ 90 წუთის მანძილზე წინ და უკან შეუჩერებლად მერბინა. ახლა აქ ასე არ იქნება, მე სხვა როლს მოვირგებ.

როგორც ფეხბურთელი საკმაოდ გავიზარდე და ადაპტაცია არ გამიჭირდება. ვფიქრობ, რომ გუნდელებთან მალე უნდა დავახლოვდე. მიხარია, რომ "ტოტენჰემს" ჩემი გამოცდილებით დავეხმარები. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში ყველაფერი მოვიგე, მაინც ბევრი რამ მაქვს სასწავლი.

გპირდებით, რომ ტიტულების მოგებაში დიდ წვლილს შევიტან. ახლა კარგი მომზადება მჭირდება. დიდი ხანია სრულფასოვნად არ მივარჯიშია. იმედი მაქვს სასურველ კონდიციებს სწრაფად დავუბრუნდები.

გუნდში ჰარი კეინს გამოვარჩევ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა. არ უნდა დავივიწყოთ სონიც. ამ ორ ფეხბურთელთან ერთად თამაში საინტერესო გამოწვევაა. თუ ყველა ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, აუცილებლად დიდ წარმატებას მივაღწევთ. "ტოტენჰემი" ტიტულებს იმსახურებს." - განაცხადა ბეილმა

უელსელი ვარსკვლავი "დეზებში" 2007 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ასპარეზობდა. ამ პერიოდში მან 203 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 55 გოლი გაიტანა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები