დებიუტი
Aa
Aa

დებიუტი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" - მაკარიძე "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა

მადრიდის "ატლეტიკო" და "ალმერია" ერთმანეთს წინასასეზონო მომზადების ჭრილში დაუპირისპირდნენ. მატჩის სტრუქტურა განსხვავებული იყო. გუნდებმა ორი თამაში ჩაატარაეს. თითო შეხვედრა 60 წუთს გრძელდებოდა. ქართველმა მეკარემ გიორგი მაკარიძემ, რომელიც გუნდს სულ ახლახანს შეუერთდა, პირველ თამაშში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 1:1 დასრულდა. გიორგის ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ გაუტანა.

მეორე შეხვედრა კი მადრიდელებმა 3:0 მოიგეს, მაგრამ იქ მაკარიძეს აღარ უთამაშია. 30 წლის მეკარეს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონის ლა ლიგა დაწყებულია, მაგრამ "როხიბლანკო" ჯერჯერობით გათამაშებაში არ ჩართულა. ისინი თავიანთ პირველ შეხვედრას 27 სექტემბერს, "გრანადას" წინააღმდეგ გამართავენ. რაც შეეხება "ალმერიას" ისინი "სეგუნდა დივიზიონში" ასევე 27 სექტემბერს "ლუგოს" დაუპირისპირდებიან

შეგახსენებთ, რომ გიორგი მაკარიძე "ალმერიაში" გადასვლამდე პორტუგალიურ "სეტუბალში" თამაშობდა. ქართველმა პორტუგალიური კლუბის მაისური 48-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები