Aa Aa
20 სექტემბერი 2020  |  16:06

დელე ალი ტოტენჰემს ტოვებს? - აგენტთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

მას შემდეგ რაც გუნდში გარეთ ბეილი მოვიდა, "ტოტენჰემს" დელე ალის გაშვება მოუნდა. ბოლო დღეების განმავლობაში ინგლისელით რამდენიმე კლუბი ინტერესდება. "დეზების" ხელმძღვანელობას დელეს მადრიდის "რეალში" იჯარის წესით გაშვება სურდა, მაგრამ "სამეფო კლუბმა" წინადადება არ განიხილა. ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ასევე ვიგებთ, რომ ალის აგენტთან "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ დაამყარა კონტაქტი. ცნობილია ის ფაქტი, რომ 24 წლის ფეხბურთელით, კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა უკმაყოფილო. პორტუგალიელის აზრით დელე ალი ზარმაცი ფეხბურთელია და მის მითითებულ ვარჯიშებს არ ასრულებს. 

როგორც უკვე მოგახსენეთ პსჟ "ტოტენჰემთან" აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას. ამ ინფორმაციას ფაბრიციოს გარდა, სპორტული გამოცემა "ტელეგრაფიც" ადასტურებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოურინიომ ინგლისელი ნახევარმცველი დღევანდელ მატჩში განაცხადში არ შეიყვანა. "დეზებმა" მიმდინარე სეზონის პირველი თამაში შინ "ევერტონთან" დათმო. შეხვედრის პირველი ნახევრის შემდეგ პორტუგალიელმა მწვრთნელმა ალი მოედნიდან გაიყვანა და აღნიშნა, რომ მისი თამაშით უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ, რომ დელე ლონდონში 2015 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 223 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 62 გოლი გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში