Aa Aa
18 სექტემბერი 2020  |  15:15

ლებედევი: ''ღმერთმა არ ქნას ლოკო ჯგუფში მოხვდეს, სად იყურება UEFA?''

თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. „რკინიგზელები“ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და 2-1 იმარჯვეს.

„კრაიოვასთან“ მატჩის მსგავსად, ჭიაბრიშვილის გუნდმა ამ შეხვედრაშიც გამართული ფეხბურთი აჩვენა, საკუთარი პლუსები და მოწინააღმდეგის მინუსები კარგად გამოიყენა და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

აღნიშნულ მატჩს რუსეთის დუმის დეპუტატი იგორ ლებედევი გამოეხმაურა, რომელმაც რუსულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და შედეგს კატასტროფული უწოდა.

''მარცხის მიზეზად უამრავ არგუმენტს დავასახელებ დაწყებული პოლიტიკური მოტივებით და დამთავრებული საშინელი ბალახის საფარით. ღმერთმა არ ქნას და თუ ''ლოკომოტივი'' ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, თამაშები ამ მინდორზე უნდა ჩაატაროს? სად იყურება UEFA?

ჩვენი კლუბები მზად არიან ძვირადღირებული მოთამაშეები შეიძინონ, მათ ტრანსფერებში დიდი თანხა გადაიხადონ, თუმცა არ არიან მზად თუნდაც ''ლოკომოტივის'' დონის გუნდების ბარიერი დაძლიონ. მარცხის მიზეზი მეტოქეში არ უნდა ვეძებოთ, პრობლემა რუსეთის პრემიერ ლიგაშია.

რუსულ ფეხბურთში, რუსულ კლუბებში, მათ სავარჯიშო სისტემებში პრობლემებია, რასაც ევროპულ ტურნირზე ასპარეზობა ადასტურებს''.

შეგახსენებთ, გასულ წელს იგორ ლებედევმა UEFA-ს ქართველი ფეხბურთელების დასჯა ანტისაოკუპაციო მაისურების ჩაცმის გამო მოთხოვა. იგორ ლებედევმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა და თან მას ინფორმაცია დაურთო, სადაც ქართული საფეხბურთო გუნდების - ქუთაისის "ტორპედოს", თბილისის "ლოკომოტივის" და "რუსთავის" მიერ ანტისაოკუპაციო მაისურების ჩაცმის შესახებ წერია.

UEFA-სგან ლებედევმა შემდეგი პასუხი მიიღო: “დისციპლინარული სასჯელების დაწესებაზე მსჯელობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქცის ფარგლებში ხვდება”.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში