ოფიციალურად: რონალდუ "რეალთან" გაახანგრძლივებს!
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანო რონალდუმ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, რონალდუ ახალ კონტრაქტს ხელს 7 ნოემბერს მოაწერს, რომლის თანახმადაც გუნდში 2021 წლამდე დარჩება.
ძველი კონტრაქტის თანახმად, რონალდუს კონტრაქტის ვადა 2018 წელს გასდის. რამდენიმე დღის წინ ახალი კონტრაქტი გარეთ ბეილმაც გააფორმა. ის სამეფო კლუბში 2022 წლამდე ითამაშებს.