Aa
Aa

კურტუა: „რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგება გვინდა"

მადრიდის „რეალის“ გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ ახალ სეზონთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ ისაუბრა. ბელგიელმა მეკარემ საკუთარი მოსაზრება Marca-სთან დააფიქსირა და განაცხადა:

„ლა ლიგისთვის ბრძოლის დაწყებას მოუთმენლად ველით და ტიტულის დაცვა გვინდა. იმედი მაქვს, ჩემპიონები კიდევ ერთხელ გავხდებით. მართალია, წლევანდელი წინასასეზონო ეტაპი სხვებისგან განსხვავებული და შედარებით მოკლე იყო, მაგრამ საკმაოდ ინტენსიური გახლდათ.

ლა ლიგის სტარტს ძალიან კარგ ფორმაში ვხვდებით და პირადად მე, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩვენ ყველა ტიტულის მოგება გვინდა. რეალში ყოფნისას თასების დასაკუთრება აუცილებელია და ამ სეზონში ჩვენი მიზანი, რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვებაა“.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანის შეგირდები ლა ლიგის ახალ სეზონში პირველ შეხვედრას 20 სექტემბერს გამართავენ. „სამეფო კლუბი“ სტუმრად „სოსიედადს“ დაუპირისპირდება და მატჩი 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები