Aa
Aa

სტენლის თასის ფინალისტების ვინაობა ცნობილია - დალასს ტამპა შეხვდება

სტენლის თასის ფინალურ შეხვედრაში „დალას სტარსს“ „ტამპა ბეი ლაითნინგი“ შეერკინება. ჯონ კუპერის გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის გადამწყვეტი სერიის მეექვსე შეხვედრაში „ნიუ იორკ აილენდერსს“ ოვერტაიმში სძლია და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მატჩში ანგარიში „აილენდერსმა“ გახსნა. ნიუ იორკელები პირველ პერიოდში ტეივსმა დააწინაურა. „ტამპამ“ წონასწორობა მალევე აღადგინა და ჰედმანის გოლის წყალობით გაათანაბრა. შეხვედრის ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც „ლაითნინგმა“ ჩირელის მიერ გატანილი გოლის წყალობით იმარჯვა.

„ტამპა ბეი“ სტენლის თასის ფინალში საკუთარ ისტორიაში მე-3-ედ, ხოლო 2015 წლის შემდეგ, პირველად გავიდა. 2004 წელს „ლაითნინგი“ სანუკვარ თასს დაეუფლა და გადამწყვეტ სერიაში „კალგარი“ 4-3 დაამარცხა. 2015 წელს კი „ჩიკაგოსთან“ 4-2 წააგო.

„ტამპა ბეისა“ და „დალას სტარს“ შორის ფინალური სერია კვირას, 20 სექტემბერს გაიხსნება. პირველი შეხვედრა თბილისის დროით 03:30-ზეა ჩანიშნული და ნომინალური მასპინძელი „ლაითნინგი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები