2020-21 წლების სეზონის 10 საუკეთესო დანქერი - ევროლიგის საიტმა შენგელია გამოარჩია
Aa
Aa

2020-21 წლების სეზონის 10 საუკეთესო დანქერი - ევროლიგის საიტმა შენგელია გამოარჩია

ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2020-21 წლების სეზონის 10 საუკეთესო დანქერი დაასახელა და რჩეულთა შორის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელიაც მოხვდა.

„კალათბურთში ჩატენვა გამორჩეული რამაა. კარგი ჩატენვა გულშემატკივრებში მუხტს აღვიძებს, მათ მატჩში აბრუნებს, თამაშის მიმდინარეობას ცვლის და ჩატენვის ავტორს ტურის ტოპ მომენტებში მოხვედრის კარგ შანსს აძლევს. წლების განმავლობაში ევროლიგაში ბევრი დიდებული „დანქერი“ გვინახავს, რომლებსაც თავიანთი ჩატენვებით მაყურებლების შოკში ჩაგდება შეეძლოთ. დღეს, 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო „დანქერებს“ შემოგთავაზებთ".

თორნიკე შენგელია

„ცსკა-ს ახალწვეული, თორნიკე შენგელია განსხვავებული სტილის „დანქერია“. ის არაა კალათბურთელი, რომელიც ალეი-უპებს ასრულებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეუძლია, თავისი ჩატენვებით გულშემატკივრები ფეხზე წამოაყენოს. თოკო თავის უნიკალურ სისწრაფესა და ბურთის ფლობის უნარს იყენებს და სწრაფი შეტევებისას უკანახაზელივით გარბის, რასაც უმეტეს წილად ჩატენვა მოჰყვება. ხშირად ეს ისე ხდება, რომ იგი თავის მეურვეებს ბურთს თავზე ატენის. ევროლიგაში ვერ მოძებნით მაღალს, რომელიც პარკეტზე შენგელიას მსგავსად გადაადგილდება და თოკო ყველაფერს გააკეთებს, რათა ცსკა-ს გულშემატკივრები მის მიერ სწრაფი შეტევებისას განხორციელებული ჩატენვებით აღფრთოვანდნენ", - წერს ევროლიგის საიტი.

ცნობისთვის, შენგელიას გარდა საუკეთესო შორის კალებ ტარჩევსკი, დერიკ უილიამსი, ბრენდონ დევისი, დევინ ბუკერი, ზაკ აგუსტე, ოქტავიუს ელისი, ოტელო ჰანტერი, ჯეილენ რეინოლდსი და იან ვესელი მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები