Aa
Aa

"შუშის კაცი" - ბელგიური გამოცემა ჩაკვეტაძეზე

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტი" შინ ვენის "რაპიდს" დაუპირისპირდა და 2:1 მოუგო. მატჩის მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც იერემჩუკმა გოლად აქცია. სამწუხაროდ ხსენებულ ეპიზოდში გიორგიმ დაზიანება მიიღო და მოედანი დატოვა.

მორიგი ტრავმის გამო ბელგიურმა გამოცემამ voetbalprimeur.be-მა ჩაკვეტაძეს "შუშის კაცი" უწოდა.

ინფორმაციაში ნათქვამია: "ჯონათან დევიდის წასვლის შემდეგ გიორგიმ გუნდის ლიდერობის შესანიშნავი შანსი მიიღო. "რაპიდთან" მატჩში არ ბრწყინავდა, მაგრამ მან პენალტი გამოიმუშავა, რაც კლუბს მოგებაში დაეხმარა. სამწუხაროდ პენალტის ეპიზოდში ქართველი ფეხბურთელი დაშავდა და ტრავმა მიიღო. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "შუშის კაცია". "გენტის" ექიმებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რომ ჩაკვეტაძე კიევის "დინამოსთან" მატჩისთვის მზად იყოს."

შეგახსენებთ, რომ ბელგიური "გენტი" ჩემპიონთა ლიგის მორიგ საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევურ კლუბს შეხვდება. მატჩი 22 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები