5 კლუბი, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ტრანსფერებში ყველაზე მეტი დახარჯეს
Aa
Aa

5 კლუბი, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ტრანსფერებში ყველაზე მეტი დახარჯეს

მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთში უამრავი ფული იხარჯება. არსებობენ კლუბები, რომლებიც ტრანსფერებში ასტროლოგიურ თანხებს იხდიან.

სპორტულმა გამოცემა 90MIN-მა გამოაქვეყნა იმ 5 გუნდის სია, რომლებმაც 2000 წლის შმედეგ ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს.

5. "იუვენტუსი" - 2 მილიარდი ევრო, 253 ტრანსფერი

ერთი შეხედვით ტურინის "იუვენტუსი" ფეხბურთელებში ბევრს არ იხდის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ისინი არცთუ ისე ცოტას ხარჯავენ. "ბიანკონერის" მთავარი და ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ. პორტუგალიელში ტურინელებმა 100 მილიონი ევრო გადაიხადეს. მიუხედავად 253 ტრანსფერისა, იტალიურმა გრანდმა, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირი ჩემპიონთა ლიგა ბოლოს მე-20 საუკუნეში 1996 წელს მოიგო.

4. "მანჩესტერ სიტი" - 2.1 მილიარდი ევრო, 187 ტრანსფერი

"ქალაქელების" ახალი პროექტი მართლაც შთამბეჭდავია. კლუბმა აღზევება 2008 წლის შემდეგ დაიწყო. არაბმა შეიხმა ასტრონომიული თანხები დახარჯა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც ვერ მოახერხა. "სიტიმ" პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით 2017/2018 წლების სეზონში დაგროვებული ქულების რეკორდი დაამყარა. "მანჩესტერელებმა" 100 ქულას მოუყარეს თავი და ისე გახდნენ ჩემპიონები.

3. "ბარსელონა" - 2.1 მილიარდი ევრო, 106 ტრანსფერი

კატალონიელებს, მგსავსად "სიტისა" ერთნაირი თანხა აქვთ დახარული. უნდა აღინიშნოს, რომ "ბარსას" ხელმძღვანელობას 81 ტრანსფერით ნაკლები აქვს გაკეთებული. ეს თანხა ბოლო წლების მანძილზე გაიზარდა, რადგან კლუბმა საკუთარ პოლიტიკას გადაუხვია და ძვირიანი ფეხბურთელების ყიდვა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" აქცენტს საკუთარ აღზრდილ ფეხბურთელებზე აკეთებდა.

2. მადრიდის "რეალი" 2.2 მილიარდი ევრო, 103 ტრანსფერი

"სამეფო კლუბი" ყოველთვის გამოირჩეოდა ხმაურიანი და ძვირიანი ტრანსფერებით. საუკუნის დასაწყისში ფლორენტინო პერესმა "გალაქტიკოსი" შექმნა და გუნდში ზიდანი, ბექჰემი, ფიგუ, რონალდო და კიდევ ბევრი სხვა ვარსკვლავი მოიყვანა. ესპანელმა პრეზიდენტმა თავის მეორე ვადით არჩევისას უფრო მეტი თანხა დახარჯა და "რეალში" კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, ბენზემა, ბეილი, დი მარია, ხამეს როდრიგესი და ედენ აზარი მოიყვანა. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ჩადებულმა ინვესტიციამ გაამართლა და "ბლანკოსმა" 21-ე საუკუნეში ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ მოიგო.

1. ჩელსი - 2.3 მილიარდი  ევრო, 165 ტრანსფერი

რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი ფული დახარჯა. ჩადებულმა ინვესტიციამ ნაწილობრივ გაამართლა. გუნდმა პრემიერ ლიგა რამდენჯერმე მოიგო და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ტიტულსაც დაეუფლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "არისტოკრატებმა" მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტიტული იმ დროს მოიგეს, როცა ამას მათგან არავინ ელოდა. 2012 წლის "ჩელსი" საკუთარ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები