ტოტენჰემს ბეილის დაბრუნება სურს - დეზები გარიგებაში დელე ალის ჩართვას გეგმავენ
Aa
Aa

ტოტენჰემს ბეილის დაბრუნება სურს - დეზები გარიგებაში დელე ალის ჩართვას გეგმავენ

ბრიტანულ პრესაში გარეტ ბეილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Telegraph-ისა და Daily Mail-ის ცნობით, უელსელი ფეხბურთელი შესაძლოა, „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს.

Daily Mail იუწყება, რომ „დეზები“ იჯარაზე ფიქრობენ და მზად არიან, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი ფეხბურთელი გაუშვან. სავარაუდოდ, ეს მოთამაშე დელე ალი იქნება.

Telegraph კი იტყობინება, რომ „რეალი“ შემდეგი წინადადებითა დაინტერესებული - ბეილი „ტოტენჰემში“ იჯარის წესით გადადის. „ბლანკოსი“ მისი ხელფასის 50 პროცენტს იხდის. „დეზები“ „სამეფო კლუბში“ ალის ანათხოვრებენ და მადრიდელები მის ანაზღაურებას სრულად ფარავენ. არის მეორე ვარიანტიც. გუნდებმა შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ, ოღონდ ამ შემთხვევაში, „რეალს“ გარკვეული თანხის დამატება მოუწევს.

Telegraph-ის ცნობით, ლონდონელთა პრეზიდენტს, დენიელ ლევის უელსელის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა ძალიან უნდა, თუმცა „რეალთან“ გარიგებას მანამ არ დადებს, სანამ ჟოზე მოურინიოსგან თანხმობას არ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ „ნისლიან ალბიონზე" გავრცელებული ინფორმაცია ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმაც დაადასტურა, და განაცხადა: „გარეტს ტოტენჰემი ძალიან უყვარს და ესაა ადგილი, სადაც სურს, რომ იყოს. ჩვენ კლუბთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები