Aa
Aa

"კეპას თამაშით ბედნიერი ვარ" - ლამპარდმა ესპანელი შეაქო

პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლონდონის "ჩელსიმ" სტუმრად "ბრაიტონი" 1:3 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ფრენკ ლამპარდმა კეპა არისაბალაგაზე კომენტარი გააკეთა. 

"კეპას თამაშით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ესპანელს არ ვადანაშაულებ. ამ ბურთის მოგერიება რთული იყო. საერთო ჯამში მისგან უფრო მეტ მონდომებას ვხედავ რაც კიდევ უფრო ბედნიერს მხდის. ის ჩვენი მეკარეა და მე სრულიად კმაყოფილი ვარ."

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა მეკარე გარი ნევილმა მწვავედ გააკრიტიკა. ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელის თქმით, კეპა "ჩელსიში" ადგილს მალე დაკარგავს და მის ადგილს სხვა დაიკავებს. ნევილმა არისაბალაგა, შორიდან გაშვებული გოლების გამოც გააკრიტიკა. ფრენკ ლამპარდმა, თავისი ინტერვიუთი სწორედ გარის კომენტარს უპასუხა

ჟურნალისტებმა "არისტოკრატების" მთავარ მწვრთნელს კიდევ ახალი ფეხბურთელის დამატების შესახებაც ჰკითხეს.

"არავის აღარ დავიმატებთ, რადგან ჩვენ უკვე ბევრნი ვართ. კონკურენცია გაიზარდა, რაც სამომავლოდ გუნდზე კარგად აისახება. ვთვლი, რომ "ჩელსი" კარგად დაკომპლექტებული გუნდია."

როგორც უკვე მოგახსენეთ, "არისტოკრატებმა" სტუმრად "ბრაიტონი" 1:3 დაამარცხეს. მატჩში გოლები, ჟორჟინიომ, ჯეიმსმა და კურტ ზუმამ გაიტანეს. მასპინძლების მხრიდან ერთადერთი გოლი ლეანდრო ტროსარდის ანგარიშზეა.

შემდეგი მატჩი ფრენკის ბიჭებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. 20 სექტემბერს "ჩელსი" შინ მოქმედ ჩემპიონს "ლივერპულს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 19:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები