Aa Aa
11 სექტემბერი 2020  |  10:10

NFL დაბრუნდა - კანზას სითი ჩიფსმა ჰიუსტონ ტექსანსი დაამარცხა

NFL-ის 2020-21 წლების სეზონი ოფიციალურად დაიწყო. გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს „სუპერ ბოულის“ მოქმედი გამარჯვებული, „კანზას სიტი ჩიფსი“ და „ჰიუსტონ ტექსანსი“ დაუპირისპირდნენ.

მატჩის სასტარტო ნიშნამდე აშშ-ის ეროვნული ჰიმნი და სიმღერა სახელად, Lift Every Voice and Sing გაისმა, რომელსაც ხშირად ამერიკის აფრო-ამერიკელი მოსახლეობის ჰიმნად მოიხსენიებენ. მუსიკალური კომპოზიციების გაჟღერებისას „კანზასის“ მოთამაშეები მოედანზე იდგნენ და მხოლოდ ერთი მათგანი ჩაიმუხლა, ტექსასელები კი პროტესტის ნიშნად გასახდელში დარჩნენ.

ორივე ჰიმნის დასრულების შემდეგ, გასახდელს „ჩიფსმაც“ მიაშურა. შეხვედრის დაწყებამდე წამებით ადრე კი, როცა გუნდები მოედანზე დაბრუნდნენ, მოთამაშეები ერთ ხაზზე განლაგდნენ, ერთმანეთს მკლავები ჩასჭიდეს და ქვეყანაში არსებული რასობრივი უთანასწორობა გააპროტესტეს.

მატჩს რაც შეეხება, შეხვედრა „კანზას სიტის“ სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, 34-20 დასრულდა. „ჩიფსის“ ქუორთერბექმა, პატრიკ მაჰოუმსმა ჩინებული მატჩი ჩაატარა და მისმა თანაგუნდელებმა მისი გადაცემების წყალობით 3 თაჩდაუნი დადეს. მეოთხე თაჩდაუნი ახალწვეული რანინგ ბექის, კლაიდ ედვარდს-ჰელეირის ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ „ჰიუსტონმა“ 20 ქულიდან 13 მეოთხე მეოთხედში მოაგროვა. მაშინ, როცა პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. აქვე გეტყვით, რომ NFL-ის პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები ამ უქმეებზე გაიმართება.

გაზიარება:

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში