ახალი გამოწვევა - გურამ გოშთელიანმა საბურთალო დატოვა
Aa
Aa

ახალი გამოწვევა - გურამ გოშთელიანმა საბურთალო დატოვა

გურამ გოშთელიანი საბურთალოს დაემშვიდობა და კარიერას ბულგარეთში, “პირინ ბლაგოევგრადში” გააგრძელებს.

ინფორმაციას ორივე გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გურამი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. პირველ გუნდში მან 101 ოფიციალური მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 39-ჯერ აიღო.

საბურთალოსთან ერთად მას საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასი აქვს მოგებული.

ის ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.

გოშთელიანის ახალი კლუბი ბულგარეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობს.

ჩატარებული 4 ტურის შემდეგ „პირინი“ 7 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები