ალვარო არბელოა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ყველაფერი სწრაფად მოხდა“ - არბელოას პირველი პრესკონფერენცია

როგორც მოგეხსენებათ, ჩაბი ალონსომ მადრიდის რეალი დატოვა და მის ნაცვლად ბლანკოსში ალვარო არბელოა დაინიშნა.

ესპანელმა ყოფილმა მარჯვენა მცველმა რეალში დანიშვნის შემდეგ, პირველი პრესკონფერენცია გამართა.

არბელოა:

„პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მინდა ვინისიუსმა სიამოვნება მიიღოს და გაერთოს. ალონსომ იცის, რომ რეალი ყოველთვის მისი სახლი იქნება. ის ჩვენი კლუბის ლეგენდა და შესანიშნავი მაგალითია. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღეა. ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც მაკისრია. გააზრებული მაქვს ყველა ამოცანა და ძალიან აღელვებული ვარ.

ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა. გუშინ შუადღისას მაცნობეს, რომ ჩაბისთან შეთანხმებას მიაღწიეს. ხელმძღვანელობას სურდა, რომ ეს თანამდებობა მე მიმეღო. ჩემი და ალონსოს ურთიერთობა გრძელდება, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ამ კლუბში 20 წელია, რაც ვარ და დავრჩები იქამდე, სანამ ამას რეალი მოინდომებს. ეს ჩემი სახლია და ყოველთვის ასე იქნება. მოუთმენლად ველი საქმის დაწყებას.

ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს. აქ თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც 6-ჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. კარგად მესმის, როგორია იყო რეალის ფეხბურთელი. ამ კლუბს 100 წელზე მეტი ისტორია აქვს და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. ამ გუნდმა ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ეს იმიტომ მოხდა, რომ აქ ყველა გამარჯვებაზეა ორიენტირებული.“

შეგახსენებთ, რომ არბელოა სამეფო კლუბის აკადემიის აღზრდილია. პირველ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა, თუმცა შემდეგ ჯერ დეპორტივოში გადავიდა, ხოლო შემდეგ ლივერპულში. 2009 წელს ბლანკოსში დაბრუნდა, სადაც 2016 წლამდე დარჩა. კარიერის ბოლო სეზონი ვესტ ჰემში გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: ზაფხულში კლოპი რეალის შეთავაზებას განიხილავს
AS: ზაფხულში კლოპი რეალის შეთავაზებას განიხილავს