ლაშა დვალი, სოფიის ცსკა
Aa
Aa

ლაშა დვალის გამარჯვების გოლი - სოფიის ცსკა ევროპა ლიგაზე გაიყვანა

ბულგარეთის ჩემპიონატის დასკვნით ტურში ლაშა დვალის „ცსკა 1948“ მთავარ კონკურენტს, „ლუდოგორეცს“ შეხვდა და 1:0 გაიმარჯვა - ერთადერთი გოლი სწორედ საქართველოს ნაკრების მცველმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.

 

ეს ლაშა დვალისთვის ბულგარულ კლუბში მეორე გოლია. ამ გამარჯვების შედეგად „ცსკა 1948“-მ „ლუდოგორეცს“ გადაასწრო და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. ჩემპიონი კი 80 ქულით „ლევსკი“ გახდა.

შეგახსენებთ, რომ დვალი ბულგარეთში გასული წლის სექტემბერში გადაბარგდა და მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა | ბუდუს ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგიდან გავარდა
ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა | ბუდუს ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგიდან გავარდა