ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

“ლიგა 1-ში თავისუფლად ითამაშებენ“ - როდეზის მწვრთნელი სენტ-ეტიენის შემტევებზე

როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა პლეი-ოფში როდეზი პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის ლიგა 1-ში აღზევდება.

მატჩის დასრულების შემდეგ, როდეზის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე სანტინიმ სენტ-ეტიენის შემტევი ფეხბურთელები შეაქო.

რა თქვა სანტინიმ?

„იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ პენალტების სერია ნამდვილი ფეხბურთი აღარ არის, ეს სულ სხვა რამ არის.

სენტ-ეტიენი შესანიშნავი გუნდია. ვფიქრობ, დაცვაში კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორებიც კარდონა, სტასინი დავითაშვილი და დუფუსი არიან. ეს არის კვარტეტი, რომელსაც ლიგა 1-ში თამაში თავისუფლად შეუძლია.“

შეგახსენებთ, რომ „მწვანეების“ მომდევნო მეტოქის ვინაობა ამ უქმეებზე გაირკვევა. „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება და 2-მატჩიან დუელში, მისი დამარცხების შემთხვევაში უმაღლეს დივიზიონში აღზევდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები