“ავადმყოფი ბავშვების გამო გაუშვეს“ - ხაბიბიმ ალონსო დაიცვა
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნორმაგომედოვი ჩაბი ალონსოს გამოეხმაურა და მეტად მკვეთრი განცხადება გააკეთა.
ხაბიბი:
„არ აქვს მნიშვნელობა სავარჯიშო დარბაზში ხარ, თუ საფეხბურთო მოედანზე. არც იმას აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელი ხარ, თუ მებრძოლი. მთავარი ყოველთვის მთავარი მწვრთნელია, მაგრამ თუ გუნდში გყავს ისეთი ხალხი, რომლებიც შენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე არ დგახარ.
ვფიქრობ, ჩაბი ალონსო თანამედროვეობის 3 საუკეთესო მწვრთნელში შედის. თუ გუნდმა ვერ იმუშავა მწვრთნელი კი არა ფეხბურთელებია შესაცვლელი. დარწმუნებული ვარ, რომ რეალის ამ შემადგენლობას ვერცერთი მწვრთნელი ვერ გაუმკლავდება. ყველა რთულად სამართავი ფეხბურთელის მოშორებაა საჭირო. ერთი წლის წინ, რეალი ალონსოს ეხვეწებოდა და ახლა ამ ავადმყოფი ბავშვების გამო გაათავისუფლეს. ჩაბი, საუკეთესო ხარ!“
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ბარსელონასთან წაგება არ აპატიეს.
ცნობისთვის, რეალმა მისი მეთაურობით 34 მატჩი გამართა, 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.