ვასილიოს გორდეზიანი
Aa
Aa

საქართველოდან საბერძნეთში | გორდეზიანი რანგით მეორე ლიგაში ითამაშებს

საბერძნეთის საფეხბურთო კლუბმა „ელას სიროსმა“ ქართველი თავდამსხმელის, ვასილიოს გორდეზიანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 23 წლის ფორვარდი საბერძნეთში ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ გორდეზიანი გუნდის შეტევის ხაზს საჭირო სიმძლავრეს შესძენს.

გორდეზიანი სალონიკის პაოკ-ის აკადემიის აღზრდილია და კარიერის საწყისი წლები სწორედ ამ კლუბის სისტემაში გაატარა. ბოლო პერიოდში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, გარკვეული დრო კი იჯარით „სარაევოში“ დაყო.

გორდეზიანის ახალი კლუბი „ელას სიროსი“ საბერძნეთის რანგით მეორე ლიგის სამხრეთ ზონაში გამოდის და ათ გუნდს შორის მე-5 ადგილზეა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გორდეზიანმა 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია მისი გოლი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პოლონეთის წინააღმდეგ, როდესაც მოედანზე ცვლილებაზე გამოვიდა და გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები