ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

„ძალიან გამიკვირდა“ | ლაპორტამ მბაპეს ჟესტზე კომენტარი გააკეთა

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, კილიან მბაპეს ჟესტს გამოეხმაურა. ესპანეთის სუპერ თასის ფინალის შემდეგ, რომელიც „ბლაუგრანამ“ 3:2 მოიგო, „რეალის“ თავდამსხმელმა თანაგუნდელებს მოუწოდა, კატალონიელებისთვის ტაში არ დაეკრათ და საპატიო დერეფანი არ გაეკეთებინათ.

„გაკვირვებული ვარ იმ ფაქტით, რომ საპატიო დერეფანი არ მოგვიწყვეს. მაშინაც კი, როდესაც მარცხდები, დიდსულოვანი უნდა იყო და მეტოქისადმი პატივისცემა გამოიჩინო, თუმცა მათი მესმის და ასე ალბათ იმიტომ მოხდა, რომ რთული პერიოდი უდგათ. სავარაუდოდ, სერიოზული პრობლემები აქვთ და ასეთი რეაქცია სწორედ ამიტომ ჰქონდათ.“

ლაპორტამ მატჩიც შეაფასა და აღნიშნა: „ძალიან კარგად ვითამაშეთ და შეხვედრას თითქმის მთელი დროის განმავლობაში ვაკონტროლებდით. მართალია, რეალმა კონტრშეტევებზე პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ კონტროლი ჩვენს მხარეს იყო. რეალზე უკეთესი გუნდი ვიყავით და უფრო დიდი ანგარიშით შეგვეძლო გამარჯვება.“

ცნობისთვის, ესპანელი ჟურნალისტის, ალფრედო მარტინესის მიხედვით, ფედერაციამ მადრიდელებს სთხოვა, სხვა ადგილას გადასულიყვნენ, რადგან კამერის რაკურსში ხვდებოდნენ. სწორედ ამიტომ არ მოუწყო „რეალმა“ „ბარსელონას“ საპატიო დერეფანი და არ დაუკრა ტაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს ჟესტი, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა | რა მოხდა ელ კლასიკოს შემდეგ
მბაპეს ჟესტი, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა | რა მოხდა ელ კლასიკოს შემდეგ